ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა.გავრცელება. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.
ცხოვრების წესი. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე.. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ხმელეთზე – სოროებში ან ჩამოცვენილ ფოთლებზე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი საცხოვრებლად ჭიანჭველის ბუდეს იყენებდნენ.გარეგნული ნიშნები. მამრი სხეულის ფორმით, შეფერილობითა და განსაკუთრებული კანის დანამატებით მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან. ფეხები იმას უფრო გრძელი აქვს, მისი ურთიერთსაპირისპიოდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ერთი თითისა ( ბოლოს წინა). ყველა თითი ერთ კანის ნოჭშია ჩასმული.
ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი. (ერთ კანის ნაოჭში გაერთიანებულია 2–2 ან 3–3 თითი) წინა კიდურებზე ამგვარად გაერთიანებული თითები მოთავსებული შიდა მხარეზე, ხოლო უკანა კიდურებზე – გარეთა მხარეზე. ქამელეონს აქვს მსხვილი კუდი და შეუძლია სპირალურად დაეხვიოს და ტოტზე შემოეხვიოს. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა მოკლე კუდის გამო.სხეულის ზომა. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს. მისი მონათესავე სახეობების სიგრძე კი ბევრად პატარა (მაგ. 40–45 მმ) ანუ ისინი არიან ყველაზე პატარებია ამჟამინდელ ქვეწარმავლებს შორის
.გრძნობათა ორგანოები.განსაკუთრებული აგებულებისაა მათი მხედველობის ორგანოები. მათი დიდი, მრგვალი თვალები გარშემოსაზღვრულია ვიწროქერცლიანი რგოლოვანი ქუთუთოთი. თვალის ყველა დანარჩენი ნაწილი მუდმივად ჩამალულია კანის ქვეშ და გარედან არ ჩანს. ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. ასევე, ორივეს შეუძლია თავისუფლად იბრუნოს 180 0 –ით ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო 900–ით ვერტიკალურ სიბრტყეში. სწორედ თვალის ამგვარი აგებულების გამო, ქამელეონს მჯდომარე მდგომარეობაში შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, ხოლო მეორე თვალით იყუროს ქვევით. ასე, რომ ცხოველს ხშირად საშუალება აქვს თავის გაუნძრევლად უთვალთვალოს ყველაფერეს რაც მის გარშემო ხდება.ქამელეონებს არ აქვთ ყურის ბარაბანის აპკი, რის გამოც არ შეუძლიათ ჰაერში გავრცელებული ხმები მიიღონ.
ე.ი.სმენა არ აქვთ განვითარებული.ასევე საინტერესოა ქამელეონების მაღალგანვითარებული ენა. მას აქვს მრგვალი გვერდითი კვეთი. გარეთ გამოსროლილი ენის სიგრძე რამდენადმე აღემატება სხეულის სიგრძეს. ენა საკმაოდ ელასტიურია, რაც დაკავშირებულია მოძრავი ცოცხალი მსხვერპლის დაჭერასთან.
გაკვეთილის მსვლელობა
Комментариев нет:
Отправить комментарий