суббота, 10 мая 2014 г.

დაწყებით კლასებში (V-VIკლ) წერა-კითხვისა და და გაგება-გააზრების უნარის განვითარება

    G-PriEd-ი უზრუნველყოფს დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მომზადებას მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების დანერგვის მიზნით. კერძოდ, G-PriEd-ი მასწავლებლებს შესაძლებლობას მოგვცემს, მონაწილეობა მივღოთ ინოვაციურ ტრენინგპროგრამაში და, ამასთანავე, ჩავერთოთ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. ასევე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სტრატეგიების ეფექტურად დანერგვის მიზნით, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას.ტრენინგპროგრამა მიზნად ისახავს კითხვის სწავლება-სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების დანერგვას საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის წარმატებულად განხორციელების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა მიღწევები როგორც ქართულ, ისე არაქართულენოვან სკოლებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, კითხვასა და სხვადასხვა საგანში.

პროექტის მიზანია დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და 

მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის 

ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს ჩაგვიტარდა 

ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების 

შესახებ. ასევე, განხორციელდა სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული 

განვითარების პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მშობელთა ჩართულობის 

ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, ჩვენმა  სკოლამ მიიღო მრავალფეროვან სასწავლო 

რესურსები, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები 

მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს 

ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.დაწყებითი კლასების მოსწავლეებში 

კითხვისა და მათემატიკის უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან

 ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას მთელი 

კარიერის მანძილზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий