суббота, 10 мая 2014 г.
пятница, 2 мая 2014 г.
ტრენინგპროგრამის შინაარსი
მოდული 1: გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვის სწავლება
შინაარსი: კითხვის კონსტრუქტივისტული და ინტერაქტიული მიდგომა;
კითხვის ხუთი კომპონენტი. სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებისა და წერის სწავლება დაწყებით კლასევში.
მოდული 2: კითხვის დიაგნოსტიკური და დიფერენცირებული სწავლება.
შინაარსი: კითხვის დიფერენცირებული სწავლება; კითხვის უნარების დიაგნოსტირება და მკითხველის განვითარების მონიტების განხორციელებას. ორინგი; სხვადასხვა დონის ტექსტების გამოყენება კითხვის სწავლების პროცესში.
სკოლის ბაზაზე შესასრულებელი საქმიანობა შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:
1. ტრენინგები, რომლებზეც მონაწილეები თანამიმდევრულად გაეცნობიან კითხვის კომპონენტებს;
2. სკოლის ბაზაზე კონსულტაცია, რომელსაც დავგეგმავთ და წარვმართავთ, მასწავლებელთა მიერ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და უნარების საკლასო ოთახში განხორციელება;
3. სკოლის ბაზაზე მასწავლებლის დამოუკიდებელი მუშაობა ძირითადად საშინაო დავალების შესრუებას გულისხმობს. ის შეიძლება მოიცავდეს მონაწილეთა მიერ ტრენინგზე დაგროვებული ცოდნისა და მართული პრაქტიკის დრო დაგეგმილი აქტივობების საკუთარ სასკოლო ოთახებში მოსინჯვას;
4. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ხელს სეუწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების განხორციელებას;
* მასწავლებელთა გუნდის შექმნა სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რომლებსაც აქვთ საერთო ხედვა და მიზნები მოსწავლეების წარმატებისა და აკადემიურ მიღწევებთან მიმართებით.
* კითხვის სწავლების პროფესიულ უნარებზე ფოკუსირება;
* სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და არსებულ სასწავლო რესურსებთან შესაბამისობაში მოყვანა;
*მასწავლებლისათვის მართული პრაქტიკის, ურთიერთსწავლებისა და რეფლექსიის უზრუნველყოფა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)